logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებაა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 19:38

 

 

„არჩევნები მოვიგეთ, არჩევნებთან ერთად მათი ე.წ. რეფერენდუმიც მოვიგეთ. სააკაშვილი არის ციხეში და სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში, რაც ქვეყანას დამშვიდების საშუალებას აძლევს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი ბერკეტი აღარ ექნება ქვეყანაში  დესტრუქციის შემოტანისთვის.

 

„ქვეყნის დამშვიდების აუცილებელი წინაპირობა არის „ნაცმოძრაობის“ დამთავრება. ამ ქვეყანაში სამი წელი აღარ იქნება არჩევნები, შესაბამისად, „ნაცმოძრაობას“ აღარ ექნება არავითარი ბერკეტი არც პოლარიზაციისთვის, არც დესტრუქციის შემოტანისთვის, ამ სამ წელში, „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დამთავრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner