logo_geo
eng_logo
რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 20:56

 

 

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

 

როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

 

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner