logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ავთანდილ ხერხეულიძე ეკა ხერხეულიძის ძმისშვილია, რომელმაც ანა დოლიძის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 21:23

 

 

„მითხარი, რა ადგილი აქვს აქ პოლიტიკას და მით უფრო, სახელისუფლებო გუნდს?!” - ასე მიმართავს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს, რომელიც აცხადებდა, რომ ეს ინციდენტი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

 

„რა შუაშია, ყოფით დაპირისპირებასთან პოლიტიკა, ანა?! სინამდვილეში, რა მოხდა - ავთანდილ ხერხეულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ძმისშვილია, რომელმაც ვერ აიტანა ავტოფარეხის წინ გაჩერებული ავტომანქანა, დაუპირისპირდა ანა დოლიძის მძღოლს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მითხარი, რა ადგილი აქვს აქ პოლიტიკას და მით უფრო, სახელისუფლებო გუნდს?! კარგი რა, ანა, კარგი რა“, - წერს facebook-ზე თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner