„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა და იმედისმომცემი პოლიტიკოსია. ახლო წარსულში ის აგრეთვე თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე კონფერენციაზე გარემოს დაცვის სფეროში ჩვენი ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზებას“, - ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე, კონსტანტინოს ტასულასმა, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყველანი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები ვართ და გვჯერა, რომ გარემოს დაცვა ადამიანის ძირითადი უფლებაა. მთავრობებისგან მეტს ვითხოვთ ამ მიმართულებით. საბერძნეთის მთავრობამ უკვე მიიღო პროგრამები, რომელთა მიზანია რეაგირება არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებაზე, არამედ ასევე კლიმატურ კრიზისზე.
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ვხედავ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს თანამედროვე დემოკრატიებში, რომლებიც არიან პროევროპელები და რომელთა საერთო მიზანია გარემოს დაცვა. და ამ მიმართულებით ქმედებები არ არის უბრალოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯი, არამედ არის ჩვენი პლანეტის და ჩვენი ხალხების გადასარჩენად გაწეული ძალისხმევა. ევროპის საბჭოს ამ ახალგაზრდა თაობას და პროფესიონალ ლიდერებს შეუძლიათ ყველა პრობლემასთან გამკლავება. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ კონფერენციას ამ მხრივ პოზიტიური შედეგები ექნება.
საქართველოს პარლამენტის სპიკერს კიდევ ერთხელ მივესალმები საბერძნეთის პარლამენტში და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს თავისი ქვეყნის, თავისი პარლამენტის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ტასულასმა.