„სააკაშვილს საზღვარი უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი არაჟანთან ერთად. შესაბამისად, მას ახალი მუხლის შეფარდება ეკუთვნის და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„შესაძლოა, არიან ლობისტები ევროპაში, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა უკანონოდ საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა. ყველამ იცის, რომ მას უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად და შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი ბრალის წაყენება და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.