logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი ანა დოლიძეს: თუ ნაცსექტანტის „თავმოყვარეობას“ ვინმე შეეხო, მას ძველებურად, უსასტიკესად უსწორდებიან
- +

20 ოქტომბერი. 2021. 22:38

 

 

„აღარც ის ბელადია, და აღარც ის სახელმწიფო მანქანა, მაგრამ მოგონებებს რა უყონ და გენმოდიფიცირებულ მენტალობას? ამიტომაც, თუ ნაცსექტანტის „თავმოყვარეობას“ ვინმე შეეხო, მას ძველებურად, უსასტიკესად უსწორდებიან“, - ასე მიმართავს ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს, რომლის მძღოლს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ძმამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„შემოდგომამ სოკო იცის - ტყეში. ქართულ პოლიტიკაში კი სოკოებივით - „პოლიტპატიმრები“ მრავლდებიან. ოღონდ შხამიანი სოკოებივით. ფანტომური ტკივილი აქვთ და მოუშუშებელი მოგონებები იმ დროზე, როდესაც ბელადის საახლობლო წრეს მიკუთვნილ რომელიმე ნაცაქტივისტის, ან მისი ოჯახის წევრის შელახულ „თავმოყვარეობას“ მთელი სახელმწიფო მანქანა დაუნდობლად და უსასტიკესად იცავდა. აღარც ის ბელადია, და აღარც ის სახელმწიფო მანქანა, მაგრამ მოგონებებს რა უყონ და გენმოდიფიცირებულ მენტალობას? ამიტომაც, თუ ნაცსექტანტის „თავმოყვარეობას“ ვინმე შეეხო, მას ძველებურად, უსასტიკესად უსწორდებიან.

 

პოლიტიკური მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის პირადმა მძღოლმა ეს გარემოება ვერ გათვალა და პოლიტიკურად გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა - მან ნაცსექტანტის ავტოფარეხთან გააჩერა თავისი ავტომანქანა. ამას, რა თქმა უნდა, ვერ აიტანდა შეურაცხყოფილი „ნაცი“, მით უმეტეს ტოპ-სანაცეთში შემავალი ეკა ხერხეულიძის ძმა - ავთანდილ ხერხეულიძე. ამიტომაც, ავტომანქანაც დააზიანა და მძღოლიც სასტიკად სცემა, როგორც სჩვევიათ, ხროვით, ჯგუფურად. მათ შორის, იმ მიზნითაც, რომ მსგავს შემთხვევაზე „ნაცმედიამ“ შემდგომში მორიგი სიუჟეტი ააგოს, ქალაქში ამ ხელისუფლების პირობებში გაუარესებული კრიმინოგენური ვითარების თაობაზე. ან, თუ კრიმინალის ჩადენაში ნაცი იქნებოდა მხილებული - მას მორიგ „პოლიტპატიმრად“ შერაცხავენ. ამჯერად ასეთ „პოლიტპატიმრად“, რომლის მიმართაც შსს-მ გამოძიება 126-ე და187-ე მუხლებით დაიწყო - დიდი ალბათობით ეკა ხერხეულიძის ძმას გამოაცხადებენ“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner