„მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, და ეს ახლაც გრძელდება, ეს ადამიანები თავიანთი ტელევიზიების საშუალებით დაკავებული იყვნენ ჩემი დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით. თუკი რამე ბოროტება შეიძლება მოიფიქროს და გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერზე წავიდნენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი live“- ში ისაუბრა.
„წავიდნენ ოჯახის შეურაცხყოფაზე, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი მეუღლის, მცირე წლოვანი შვილებისაც კი - ბანერებს წითელი საღებავები ესროლეს. წარმოიდგინეთ, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე. რა ტიპის ადამიანები არიან მეორე მხარეს და რასა და რას შორის გვიწევს არჩევანი. მე ვაგრძელებ ჩემს პოზიტიურ კამპანიას. ვაგრძელებ თბილისზე საუბარს. ვაგრძელებ საუბარს იმაზე, თუ როგორი წარმომიდგენია ჩემი ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რა უნდა გავაკეთო, რა პროექტები უნდა განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს, მე და ჩემს გუნდს გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძე.