პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია პირველი ტურის ფარგლებში დებატებს სამარცხვინოდ გაექცა.
„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. ბუნებრივია, მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როცა პირველი ტურის წინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.