logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა პროგრამასა და გასაკეთებელ საქმეებზე
- +

21 ოქტომბერი. 2021. 00:40

 

 

 

„მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა პროგრამაზე, გასაკეთებელ საქმეებზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც წარადგინა კონკრეტული ხედვა, როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, როგორი უნდა იყოს 4 წლის შემდეგ თბილისი. კალაძის განცხადებით, სხვა კანდიდატები დედაქალაქის გარდა, ყველაზე და ყველაფერზე საუბრობდნენ და არც ერთი კანდიდატი არ საუბრობდა თბილისსა და თბილისელების საჭიროებებზე.

 

„რაც შეეხება ბოლოს ბატონი მელიას გააქტიურებას, მან ორი დაპირება გააკეთა და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. არც ერთი არ არის მუნიციპალიტეტის საქმე და ორივე ცენტრალური ხელისუფლების მიმართულებაა, 2 უდიდესი სამინისტროსი: განათლებისა და ჯანდაცვის. 1 დაპირება იყო, რომ 100 სტუდენტს ყოველწლიურად გავამგზავრებ სასწავლებლადო - სასაცილოა უბრალოდ, სამარცხვინოსაც აღარ ვუწოდებ. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ დედაქალაქის მერია ყოველწლიურად 7000-მდე სოციალურად დაუცველს ვაფინანსებთ და სწავლის თანხებით ვეხმარებით, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად 900 სტუდენტს საზღვარგარეთ სასწავლებად უშვებს. დღეს ბატონი მელია გამოდის და ამბობს, რომ 100 სტუდენტს უზრუნველყოფს, სასაცილოა უბრალოდ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner