logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩემი დაპირებაა, რომ არც ერთი უსახლკარო არ გვეყოლება ქალაქში
- +

21 ოქტომბერი. 2021. 00:41

 

 

„ძალიან მაგარი პროგრამა გვაქვს უსახლკარო თბილისელებისთვის, 400 ოჯახი გვყავს ამ სტატუსის მქონე თბილისელი. ვპირდები ამ ოჯახებს, რომ მომდევნო წლიდან დავიწყებთ ბინების გადაცემას და მათ ექნებათ თავიანთი საცხოვრებელი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქს არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ ეყოლება.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 მილიონამდე მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ თბილისელებისა სხვადასხვა დახმარებაზე. 8 ახალი ჯანდაცვის პროგრამა დავამატეთ. მათ შორის, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის ყველაზე ძვირიანი გამოკვლევების უფასოდ ჩატარება, არაფრის გადახდა არ მოუწევთ ამ ადამიანებს, ყველა ხარჯს საკუთარ თავზე მუნიციპალიტეტი იღებს. ძალიან მაგარი პროგრამა გვაქვს ასევე უსახლკარო თბილისელებისთვის. 400 ოჯახი გვყავს ამ სტატუსის მქონე თბილისელი. ვპირდები ამ ოჯახებს, რომ მომდევნო წლიდან დავიწყებთ ბინების გადაცემას და ამ ოჯახებს ექნებათ თავიანთი საცხოვრებელი. ჩემი დაპირებაა, არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება ქალაქში. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით. ჯანდაცვა ერთადერთი მიმართულება იყო პანდემიის პერიოდში, რასაც ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოაკლდა. მაშინ, როდესაც ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელება გვქონდა დაანონსებული, თანხებიც გამოყოფილი იყო, თუმცა მოგვიწია მათი დროებით შეჩერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner