logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ადამიანურად, კაცურად ვამბობ, უდიდესი სიხარულია, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 20-წლიანი პრობლემები მოვაგვარეთ
- +

21 ოქტომბერი. 2021. 00:43

 

 

„ადამიანურად, კაცურად ვამბობ, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 20-წლიანი პრობლემები მოვაგვარეთ. ვერ წარმოიდგნეთ რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ოჯახები. 20 წლის განმავლობაში არანაირი იმედი, არანაირი მხარდაჭერა. 20 წელი ერთა და იმავე წრეზე ტრიალებდნენ. პირველად რომ შევხვდი, არავისსჯეროდა. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამას შევძლებდით და გავაკეთებდით“, - სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულებზე პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც შევძელით ამ პრობლემის გადაჭრა. „ცენტრპოინტი“ - 7 ათასამდე ადამიანი გავაბედნიერეთ. „სვეტი“ - 2 ათასამდე ოჯახი და ა.შ. კიდევ რჩება პატარა კომპანიები. მათაც დავეხმარებით, ბოლომდე მივიყვანთ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარულია ამ ადამიანების სახეზე. როგორი ბედნიერები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner