„დღეს სიახლე გავაცანით საზოგადოებას, ეს არის ყველაზე მოწყვლადი ფენის, პენსიონერთათვის 500 ლარიანი ვაუჩერი. ეს არის ის ოჯახები და ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ და გამოიყენონ ვაუჩერი, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. შეუძლიათ გამოიყენონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. გარდა ამისა, ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გვაქვს, პარალელურად გაგრძელდება. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა პარალელურად ისარგებლონ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონით გაიზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.