მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა. ძირითადად დამწვარია ჭურჭლისა და საქორწილო აქსესუარების მაღაზიები. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო მანქანა ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, რის გამოც ბაზარში არსებული სხვა მაღაზიები გადარჩა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.