logo_geo
eng_logo
მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 01:23

 

 

მარნეულის ბაზარში ხანძრის შედეგად ათამდე მაღაზია დაიწვა. ძირითადად დამწვარია ჭურჭლისა და საქორწილო აქსესუარების მაღაზიები. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო მანქანა ცდილობდა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, რის გამოც ბაზარში არსებული სხვა მაღაზიები გადარჩა.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner