„დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება 30 ოქტომბერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ქვეყანაში ძალადობა, ქაოსი, არეულობა, ბოროტება, ის, რასაც ვხედავთ კონკრეტული ოპონენტების მხრიდან, მათი ტელევიზიების მხრიდან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„უბრალოდ ნახეთ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ თუნდაც ჩემს მიმართ, მაგრამ მოდი, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.