logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვისთან უნდა შედგეს შერიგება? - არავინ შენდობას არ ითხოვს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 01:57

 

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ სასულიერო პირებში არის გარკვეული სიმპათიები, ანტიპათიები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი და ეს მათი საქმეა და მათი პირადი დამოკიდებულებაა და რეალობაა, რომელშიც კარგა ხანია ვცხოვრობთ - ყველას თავისუფლად შეუძლია, ჰქონდეს თავისი პირადი დამოკიდებულება“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

ანდრია ჯაღმაიძემ ე.წ. საყოველთაო შერიგების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რას ნიშნავს მსგავსი მოწოდებები, რადგან არავინ შენდობას არ ითხოვს.

 

„უბრალოდ ვკითხულობ, ვისთან უნდა შედგეს შერიგება? წარმოიდგინეთ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს რაღაც დაუშავა, ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? მესამე ხომ არ შეურიგდება რომელიმეს? ერთმა უნდა ითხოვოს შენდობა და მეორე უნდა იყოს თანახმა ამ შენდობისა. ერთმანეთს უნდა მიმართოს იმ ხალხმა, ვინც ერთმანეთს ემდურის და აწყენინა. ეს არის აქ გაურკვეველი, რომ არავინ შენდობას არ ითხოვს. არავინ არავის არ ელაპარაკება შენდობის ენით, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, მეუფე შიოს ქადაგება როგორც გაიგეს და როგორი რეაქცია მოჰყვა ამას და ეს რიტორიკა ახლა კი არ დაწყებულა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner