logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და არა - პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით
- +

21 ოქტომბერი. 2021. 02:23

 

 

 

„პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად გულწრფელი და სწორი გზავნილია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპარლამეტარების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარის შეფასებისას.

 

მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ წყდება ქუჩაში მიტინგის დროს ან პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების მიხედვით, რაც შეიძლება, ცალკეულ პარლამენტარს ცალკეულ პოლიტიკოსთან მიმართებაში გააჩნდეს.

 

„მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და მე მგონია, ეს ყველასთვის მისაღებია. არ მგონია, აქ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner