„პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად გულწრფელი და სწორი გზავნილია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპარლამეტარების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარის შეფასებისას.
მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ წყდება ქუჩაში მიტინგის დროს ან პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების მიხედვით, რაც შეიძლება, ცალკეულ პარლამენტარს ცალკეულ პოლიტიკოსთან მიმართებაში გააჩნდეს.
„მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და მე მგონია, ეს ყველასთვის მისაღებია. არ მგონია, აქ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.