„ვიცით, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე ძალიან მოზომილი პიროვნებაა და სიტყვებს უბრალოდ არ ისვრის. რადგან ის აკეთებს ამ განცხადებას, აქვს უტყუარი ინფორმაცია“, - ასე უპასუხა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, რომ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ბართლომეოს პირველის აღსაყდრებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გარდა საპატრიარქოს დელეგაციისა, ასევე იქნება თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც ბართლომეოს პირველს სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას სთხოვს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ.
„თქვენს მიერ დასახელებული პიროვნებებისგან დებოში ეკლესიაში ვნახეთ და ვხედავთ ამას. ისინი მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ცილს სწამებენ ეკლესიას, ცუდად განიკითხავენ სამღვდელოებას, ცილისმწამებლურად და ტყუილების მოხმობით და მუდმივად შფოთი შემოაქვთ ეკლესიაში. ეს იყო ჯერ სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში. ასევე, რაღაცნაირად უნდათ დაძაბონ ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ჩვენ საპატრიარქოს შორის. სპეკულირების თემები ძალიან ბევრია, რაღაცა ცეცხლის დანთება უნდათ, შფოთი უნდათ. ბართლომეოსი ძალიან გამოცდილი მღვდელმთავარია, კონსტანტინოპოლის პატრიარქია, დიდი პიროვნება და განათლებული. ბარნოვის დონის პიროვნება არ არის. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეკლესიის შიგნით არის ძალა, რომელსაც ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ იქაც შფოთი შეიტანონ“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.