logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:16

 

 

 

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი საქართველოში რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით შემოვიდა. პროკურორმა მას ბრალი გუშინ, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში, ადვოკატების თანდასწრებით წარუდგინა.

 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner