logo_geo
eng_logo
პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ კიდევ ერთი ბენეფიციარი ჰყავს
- +

28 ივლისი. 2016. 11:48



სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ახალ პროგრამას ამოქმედებიდან სულ მცირე პერიოდში  უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ.


შპს „ბარაკონი" ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში"  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.


სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 600 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროში, რომელიც 2016 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, დასაქმდება 13 ადამიანი. 


ახალი სასტუმრო  ყაზბეგის რაიონის სოფელ გუდაურში გაიხსნება. კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის მთავარი მიზანია, ფასდაკლებების სისტემითა და სეზონური ღონისძიებებით მოიზიდოს სასურველი მომხმარებლები, შექმნას სასიამოვნო გარემო და შეინარჩუნოს ერთგული მომხმარებლები.   




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner