logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძე როგორც იქნა აღიარეს „ნაციონალებმა“, თუმცა, ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 11:52

 

 

„გუშინ, მელიამ მამუკა ხაზარაძე თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ, რა გახარებული იყო „ლელოს“ ლიდერი, გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის მერის მოადგილედ წარდგენას და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის მამუკა ხაზარაძეზე ამბობს, რომ - ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში და ყოველთვის არასწორ მხარეს ჩნდება. სააკაშვილი იხსენებს ხაზარაძის „გეპეის“ კომკავშირის მდივნობის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც ის „გეპეიდან“ გამოვარდა და ციხიდან გამოსულ მერაბ კოსტავაც პალტო შემოახია.

 

„გუშინ მელიამ მამუკა ხაზარაძე თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ, რა გახარებული იყო `ლელოს“ ლიდერი, გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს. როგორც იქნა, აღიარეს ნაციონალებმა, თუმცა, ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა. ისე, ცალკე ნიკანორი და ცალკე მამუკა ხაზარაძე ცოტა თავშეკავებულები თუ იქნებიან, ცუდი არ იქნება - ბელადი სააკაშვილი მათ გამო შემოიპარა, დაიჭირეს, ციხეში ზის, შიმშილობს და ესენი არც კი ეკითხებიან არაფერს, დავიჯერო, ეს უდიდესი საკადრო გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებულია? ბოლოს და ბოლოს, მიშასთვისაც მიეცათ ერთი თანამდებობა, კაცი ციხეში დაჯდა და ჩრდილოვან კაბინეტში ვერ დაჯდებოდა? გაუხარდებოდა მაინც! ეს არის თქვენი სოლიდარობა? ტუსაღ ბელადს კი დროდადრო წამოსცდება ხოლმე, ვინ ვინ არის!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner