logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: არცერთი დღე, არცერთი საათი არ ვყოფილვარ მეგის ქარდავას მოადგილე
- +

21 ოქტომბერი. 2021. 11:55

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე ისაუბრა. კერძოდ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გაჟღერდა ბრალდება, თითქოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაა დაწყებული. კანდიდატმა მიმართა პროკურატურას და უწყებიდან პასუხი დღეს მიიღო.

 

„პირველი, სისხლისსამართლებრივი დევნა ჩემ მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. მეორე, 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი.

 

ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner