logo_geo
eng_logo
9 თვეში კასპის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამით 2 242 მოქალაქემ ისარგებლა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 12:21

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური პროგრამის მუხლების რაოდენობა და დაფინანსება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ  ისარგებლონ მერიის ყოველწლიური სოციალური პროგრამის 33 მუხლის დახმარებით.

 

2021 წლის 9 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 888 453  ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 242 მოქალაქემ და 361 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. დაფინანსდა:

  • ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება;
  • კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება;
  • კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება;
  • თვალის ოპერაციის და ავასტინის ინექციის თანადაფინანსება;
  • სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის დაფინანსება;
  • კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, სისხლძარღვების სტენტირება და შუნტირება დაფინანსება;
  • უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტების დახმარება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება;
  • მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება;
  • მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლის, დედ-მამით ობოლი ბავშვების;
  • დედ-მამით ობოლი ბავშვების, 18-წლამდე ასაკის უსინათლო შშმ, 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების საკურორტო დახმარება;
  • სტუდენტებისა დახმარება;
  • სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის;
  • კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება;
  • საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა დახმარება;
  • საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება;
  • ხანძრების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება და სხვა.

 

სოციალური პროგრამის მუხლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს დამატებულია ახალი მუხლი - ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული ოპერაციები ხერხემალსა და კიდურებზე და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული კონსტრუქციების დემონტაჟი.

 

„2021 წლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური პროგრამა განსაზღვრულია 995 000 ლარის ოდენობით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსებას ვზრდით, რათა პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება წლის განმავლობაში ყველა პაციენტმა მიიღოს. პარალელურად ვზრუნავთ სასოფლო ამბულატორიების  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner