logo_geo
eng_logo
სროლა ბათუმში – ნარკოლოგიურ ცენტრთან მამაკაცი დაჭრეს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 13:42

 

 

სროლა იყო ბათუმში. ნარკოლოგიური ცენტრის წინ სავარაუდოდ 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ნიღბიანმა პირმა მამაკაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ბათუმის ნარკოლოგიურ ცენტრთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner