ექსპერტი ამირან სალუქვაძე ოპოზიციის მიერ თბილისის „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პირველ და მეორე ტურს შორის სტატუსი „არჩეული მერი“ პირველად გავიგე.
სასწაული გუნდი შესთავაზა მელიამ თბილისს, ვიცე-მერების სახით:
მამუკა ხაზარაძე;
გირჩი ჯაფარიძე;
ელენე ხოშტარია;
ირაკლი აბესაძე.
მთელი 3 თვე თითი არ გაუნძრევიათ, ძიძგილაობის იმედად იყვნენ, ახლა სპექტაკლების მოწყობაში ხარჯავენ ფულს.
ჯერ მოძველბიჭო მელია მერად, მერე ესენი მოადგილეებად, პრაიდისტი ჯაფარიძე, ბანკირი, ბ-ნი აბესაძე, რომელსაც კარგად ექნება ათვისებული უგულავას მიერ 48 მილიონის გაფლანგვა, „თბილსერვისს“ მოძალადე უხელმძღვანელებს და ა.შ. კლოუნადაა“, - წერს ამირან სალუქვაძე.