logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 19:20

 

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  „ტვიტერზე“ წერს.

 

„საქმეებში „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“,წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner