logo_geo
eng_logo
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 19:38

 

 

„პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

 

„ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი უფლებას იღებს, ისეთ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ არ ვიმოქმედებთ შანტაჟის ზეწოლის ქვეშ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილების მუდმივ გაფართოებას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული დავები დიალოგის გზით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner