„პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.
„ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი უფლებას იღებს, ისეთ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ არ ვიმოქმედებთ შანტაჟის ზეწოლის ქვეშ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილების მუდმივ გაფართოებას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული დავები დიალოგის გზით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.