ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „დიდი ოცეულის“ (G20) ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდება გააძლიერონ.
„G20-ის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ ვაქცინების დოზების გაზიარების ვალდებულებები. ვაქცინების მწარმოებლებმა COVAX-ის პლატფორმას პრიორიტეტი სასწრაფოდ უნდა მიანიჭონ“, - აღნიშნა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.