„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ათენში ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.