logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: თუ გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ
- +

28 ივლისი. 2016. 12:14



განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე განათლების სისტემაში დარჩა და გადაწყვიტა, მოქმედ მინისტრთან, ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად იმუშაოს მიმდინარე გეგმებზე. გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იგი ამბობს, რომ თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, პირველ რიგში, თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ.


„თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა და დემოკრატია შედგეს და განვითარდეს, თანამშრომლობა უნდა ვისწავლოთ და ამას უნდა შევეგუოთ. ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ადამიანები მიდიან და მოდიან. მთავარია, საქმე არ გაჩერდეს, გაგრძელდეს და განვითარდეს.

 

მინისტრობის შემდეგ, ვინ სად წავა, წინასწარ არავინ იცის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განათლებას სჭირდებოდა ახალი რეფორმები, სჭირდებოდა ახალი ენერგიული და პროფესიონალი ადამიანი. ვისაუბრეთ იმაზე, რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. დასაგეგმი იყო შემდეგი ოთხი წელი და, რა თქმა უნდა, ეს უმჯობესია, იმ ადამიანმა გააკეთოს, ვინც ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოს", - ამბობს თამარ სანიკიძე.


„პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განათლების ამჟამინდელი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ თანამდებობის გადაბარების პროცესში თამარ სანიკიძისგან ბევრი საჭირო დარიგება მიიღო, რის გარეშეც ახლა ასეთ ეტაპზე ვერ იქნებოდა.


„გადაბარების პროცესში, თამარმა ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხი გამაცნო, დამარიგა. თამარის დარიგების გარეშე, ახლა ერთი ან სამი თვით უკან ვიქნებოდი. დასაკარგი დრო ჩვენს ქვეყანას არც ერთ სისტემაში არ აქვს. მეც იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩემს შემცვლელთან ერთად ვიჯდები და გვერდში დავუდგები", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner