logo_geo
eng_logo
რას და როგორ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი სატვირთოს მისაბმელში, რომლითაც საქართველოში შემოიპარა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 21:41

 

 

რძის პროდუქტებთან ერთად უკრაინიდან საქართველომდე. „ქრონიკის“ ექსკლუზივში ნახავთ, რას და როგორ გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი სატვირთოს მისაბმელში, რომლითაც შემოიპარა.

 

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება მას გუშინ ოფიციალურად წარედგინა, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული მსჯავრდებული და ბრალდებული, ახლა საპატიმროშია და სასამართლო პროცესს ელის. შიმშილობს, ჰოსპიტალიზაციას დათანხმდა, მაგრამ არა - ციხის საავადმყოფოში.

 

პირველად „ქრონიკაში“ მოისმენთ ამ დრომდე უცნობ ვერსიას, რომელიც, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა მომზადებული რამდენიმე სხვა სცენართან ერთად.

 

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟისურით არის გადაღებული, რამდენიმე რამ იკვეთება. ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა თავის მთავარ მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეო-მასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო.

 

ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

 

ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

 

https://www.facebook.com/tvimedi/videos/416472633179061

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner