logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 21:59

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

 

„მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან ძალიან მეგობრული და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ საერთო მომავალზე, რომელიც სამ ქვეყანას გაგვაჩნია. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და არამარტო საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, არამედ საპარლამენტო დიპლომატიის გამოყენებით უნდა ძალიან აქტიურები ვიყოთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს. გვაქვს სურვილი ერთად დავგეგმოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც სამმა ქვეყანამ ერთად უნდა გადავდგათ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner