„იმდენად გარეწარია, რომ თანამზრახველების გაწირვაც ჰქონდა დაგეგმილი, თუკი გატაცების სცენარს გაათამაშებდა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო მანქანით შემოსვლას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement არ გიტყდებათ? ამ კაცის გათავისუფლებას კი არა, გადამალვას უნდა ცდილობდეთ, ისეთი სამარცხვინო ვინმეა... არაჟნებში ჩამალული პრეზიდენტი... თან ტიპი იმდენად გარეწარია, რომ თანამზრახველების გაწირვაც ჰქონდა დაგეგმილი, თუკი გატაცების სცენარს გაათამაშებდა... ისე, რა გასაკვირია, რაც კი რაიმე ფაქტი არსებობს მიშას ბიოგრაფიიდან, თითქმის ყველაფერი სცენარია და ეს ამბავი რა პრობლემაა?! P.S არაჟნები განაბაჟეს, მიშა - ვერა... მთავარსარდალი კი არა „არაჟანი“ გვყოლია ამდენი ხანი პრეზიდენტად“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.