logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე: ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა ამისთანა ბელადს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 23:35

 

 

„სავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სატვირთო ავტომანქანით შემოპარვას.

 

,,სავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი: ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ჯერ ომიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, საქართველოში სიტუაციის არევის მოსურნე, უკრაინაში ამრევ-დამრევი, თავის დროს იქიდანაც გაძევებული, მერე ძალით შევარდნილი, ბოლოს საქართველოში შემოპარული სააკაშვილი, თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟანით („სმეტანა“) იყო დატვირთული (შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!) და ვიდეობს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა. პრინციპში, კიდეც დაღუპა და ციხეშიც გაუშვა, მაგრამ „რამე რომ იყოს“ ადამიანის გატაცების ბრალდებით უშვებდა ციხეში... ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა კიდევ ამისთან ბელადს.... ჰო, მართლა, რომელი პროფილის სავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას?”, - წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner