logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: 2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 01:01

 

 

„2005 წლიდან ისეთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა პრაქტიკულად ვეღარ მუშაობდა, გამორიცხული იყო. სახელმწიფო ექსპერტიზას არავინ აწუხებდა. იშვიათად, თუ დაღუპვის შემთხვევა იყო, თორემ ცოცხალ პირებსა და ცემაზე არ ეხებოდა“, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„2013 წელს, როდესაც განვაახლე მუშაობა, კანონში შევიდა ცვლილება, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ შვილი მოუკლეს. ვთხოვდი დოკუმენტებს და მათ დოკუმენტებზე წვდომა არ ჰქონდათ, რადგან დაზარალებულ მხარეებს სააკაშვილის რეჟიმის დროს აეკრძალათ საქმესთან წვდომა. რითი გარდაიცვალა ან ექსპერტიზას გაცნობოდნენ, ამის უფლება საერთოდ არ ჰქონდათ. მოკლული ოჯახი დაზარალებულადაც არ იყო ცნობილი. რომც ეცნოთ დაზარალებულად, ის საერთოდ ვერ კითხულობდა რა ეწერა ექსპერტიზაში“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner