logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა ახლა უნდა გააკეთოს ღირებულებითი არჩევანი და „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზის უკან დატოვოს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 01:16

 

 

„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ საბოლოო ჯამში დამარცხდება ამ ბრძოლაში, მაგრამ ამზადებენ უფრო დიდ ვიზუალს შემდგომი პროტესტისთვის და დააანონსეს კიდეც, რომ 30-ში თუ 31-ში კვლავ შეიკრიბებიან და უნდა იყოს აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ არანაირი წინასაარჩევნო კამპანია არ ჰქონიათ და ახლა გაახსენდათ ბანერები.

 

„მათ არ აინტერესებთ მუნიციპალიტეტი, მათ არ აინტერესებთ ქვეყანა - მათ უნდათ მიიტაცონ მთელი ქვეყანა და აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ, დაიბრუნონ. ოღონდ არა ისე, რომ ხალხმა მისცეს ეს ძალაუფლება და გასაგები იქნებოდა დემოკრატიაში. მათ უნდათ დემოკრატიის გვერდის ავლით, ხალხს გამოსტაცონ ის არჩევანი, რომელიც მათ გააკეთეს 2 ოქტომბერს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ გაიმარჯვოს, არამედ დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ახლა ეს უკვე არის ღირებულებითი არჩევანი - წითელი ხაზი გავლებულია. ამ წითელი ხაზის უკან დგას მიხეილ სააკაშვილი და მას მიტმასნილი პარტიები: არანაირ კოალიციაზე საუბარი არ არის. მათ უნდათ ქვეყანა ისე ჰქონდეთ ხელში, როგორც 2012 წლამდე. სწორედ ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ღირებულებითი არჩევანი და დატოვოს ისინი წითელი ხაზის უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner