logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: რატომ აქვს „ნაციონალური მოძრაობას“ ისევ შანსი, ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 01:34

 

 

„საერთოდ რატომ არ არის აკრძალული ეს პოლიტიკური ძალა და რატომ აქვთ მათ ისევ შანსი, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ?! ეს იგივეა, რომ ბაგა-ბაღში მომვლელად მანიაკი ან პედოფილი ავიყვანოთ - ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშავთ ამ ხალხის უკან მობრუნება“, - ამის შესახებ მხატვარმა შოთა გლურჯიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

„წარმოუდგენელი რამეა, ამ ხალხის მობრუნება ხელისუფლებაში. მე არ ვამბობ, რომ ახლანდელი ხელისუფლება გადასარევია და ჩემს დიდ სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ ეს ხომ ვიცით ნამდვილად, რაც არის და რაც იყო. ამ ადამიანების შეცვლა არაფერს ეტყობა - არც ერთ მათგანს არ მოუნანიებია ეს დანაშაულები და საზოგადოებისთვის ბოდიში არ მოუხდია და არც იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც აწამეს და გაუსწორდნენ. ჩემი აზრით, ეს ორგანიზაცია საერთოდ უნდა აიკრძალოს, რომ ეს ახალგაზრდები არ მოხვდნენ ამ გარემოში. ათას ტყუილს იგონებენ და ლამისაა, თავი წმინდანებად გამოიყვანონ“, - განაცხადა შოთა გლურჯიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner