logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: გამოვრიცხავ, რომ კახა კალაძე არჩევნებს წააგებს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 01:46

 

 

„გამოვრიცხავ იმას, რომ კახა კალაძე არჩევნებს წააგებს“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახი კახიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში პოზიციები შეერყეს, რადგან როგორც „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებთან კომუნიკაცია აქვთ და საკრებულოს უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი პოზიციას შეიცვლის.

 

„მე არ განვიხილავ ასეთ ვარიანტს და შესაბამისად, სიღრმეებშიც არ შევალ. დაველოდოთ 30 ოქტომბერს, მეორე ტურის შედეგებს და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვინ რას გააკეთებს და ვინ რას მოიმოქმედებს.

 

ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს პირველი ტურის შედეგები. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მეორე ტური სირცხვილი არ არის. სირცხვილია, როცა პირველ ტურში იმარჯვებს მმართველი პარტია, აბსოლუტურად ყველგან, უპირობოდ. აი, ეს რომ ყოფილიყო, კითხვის ნიშნები ნამდვილად უფრო მეტი გაჩნდებოდა. მეორე ტური იმიტომ კი არ ინიშნება, რომ კონკურენტები ერთმანეთთან წკიპზე იყვნენ, ან თანაბარი ხმები იყო, არამედ იმიტომ, რომ ხმების რაოდენობა 50+1% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა გამარჯვების. მეორე ტურში ასეთი ბარიერი არ არსებობს და შესაბამისად, ანალიზი იძლევა ამის საშუალებას, რომ განვიხილოთ ის მოდელი, რომ კახა კალაძე მეორე ტურში მოიგებს“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner