logo_geo
eng_logo
ირმა ხეცურიანი კახა კალაძეზე: ჩემი ფავორიტია - პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და მჯერა, რომ შშმ პირები შევძლებთ ადაპტირებულ, ჩვენზე მორგებულ გარემოში ცხოვრებას
- +

22 ოქტომბერი. 2021. 02:13

 

 

„მეორე ტურზე წასვლას რა თქმა უნდა ვაპირებ და ვიცი ვინ იქნება ჩემი ფავორიტი - ბატონი კახა კალაძე“, - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა პარაფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„კახას პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს და მომწონს მისი ზრდა და განვითარება ყველა იმ სფეროში, სადაც მას უმოღვაწია. რთულია გზა წარმატებამდე. რომ არა ის ბრძოლისუნარიანობა, პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, კეთილსინდისიერება და საქმის სიყვარული, ვერც ერთ სფეროში წარმატებას ვერ მიაღწევდა. ძალიან ნათელი განაცხადი იყო ბატონი კახასგან - „თბილისი ინკლუზიური ქალაქი“ და მჯერა, რომ შშმ პირები შევძლებთ ადაპტირებულ, ჩვენზე მორგებულ გარემოში ცხოვრებას, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

არ შემიძლია არ აღვნიშნო სპორტული კომპლექსი, სადაც ბევრი წარმატებული პარასპორტსმენი გამოზარდა, არის მერიის ბალანსზე და რომ არა მერიის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა, დღეს ეს წარმატებები ნამდვილად არ გვექნებოდა. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. კახა ჩვენთან იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც- აი ასეთ ვხედავ მე კახა კალაძეს“, - განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner