logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: „ვარდების რევოლუციას“ მე ამბოხებას ვუწოდებ!
- +

28 ივლისი. 2016. 12:16



საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ვარდების რევოლუცია" შევარდნაძეს სააკაშვილთან ჩაწყობილი არ ჰქონია.

 

„აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და დღემდე არ მჯერა, რომ შევარდნაძეს „ვარდების რევოლუცია" სააკაშვილთან ჩაწყობილი ჰქონდა! რა ინფორმაციაც მაშინ ჩემთან შემოდიოდა, ამ ვერსიის არ მჯერა, თუმცა, არ უარვყოფ, რომ მოვლენათა განვითარების ლოგიკამ მსგავსი დასკვნები წარმოშვა. შევარდნაძემ დაუშვა უსერიოზულესი შეცდომები და ამ ავანტიურისტების ჯგუფს მისცა სრული კარტ-ბლანში, რათა მისი ავტორიტეტი და გავლენები დასავლეთში მაქსიმალურად გამოეყენებინათ! ამათაც ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და შემდეგ შევარდნაძეს შემოუბრუნდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ - ელიტაში გაჩნდა ახალი ელიტა, რომელმაც დაამხო ძველი.

 

1998 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი მომენტი უიმედოდ იქნა ხელიდან გაშვებული, რამაც ჩვენი სახელმწიფო კატასტროფულად დაასუსტა. საბოლოო ჯამში სწორედ ამან გამოიწვია 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელსაც მე ამბოხებას ვუწოდებ..." - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner