logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: იმედია, ქართველი ამომრჩეველი არც ამ მორიგ ნაცურ სატყუარაზე წამოეგება
- +

22 ოქტომბერი. 2021. 02:21

 

 

„თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის ფინიშზე, ოპოზიციამ რეალურად კი ყოფილი ნაცგანაყოფებით გადმოწყობილმა ნაციონალურმა მოძრაობამ, კოალიციურ ფორმატში შეფუთული და 2% ლელოს არომატით,  დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის პრეზენტაცია შემოგვთავაზა“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ახლა, მიუხედავად ამ პრეზენტაციის პომპეზური ხასიათისა, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიები აპიარებდენ,  ამ "ჩრდილოვანი მთავრობის" და ვიცე მერების პერსონალიებზე არც ღირს დროის დაკარგვა, რადგან თავად ეს იდეა პოლიტმარკეტინგის თვალსაზრისითაც წმინდა პოპულისტური და გაუმართავია.

 

რანაირად აპირებს ბატონი მელია, რომ დავუშვათ და არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვოს,  წარმოდგენილი ფეისებით  ქალაქის მთავრობის ფორმირებას, ეგ არის საკითხავი, რადგან თბილისის მთავრობას ამტკიცებს ქალაქის საკრებულო, სადაც  უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს მოპოვებული?!

ეს მორიგი ინიციატივაც ისეთივე ბლეფია და წინასაარჩევნო იაფფასიანი პოპულიზმია, როგორც ამ დღეებში მელიას  ბილბორდებზე გამოჩენა, უხვი დაპირებებით-დედაქალაქის პენსიონერებისათვის 100 ლარიანი დანამატით და  საჯარო სკოლებში  უფასო კვების დაპირებებით,  მთავრობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში,  ამ ხარჯების მიზანშეწონილობას სულაც თავი რომ დავანებოთ?

ერთადერთი ეს პიარ სტრატეგია,  არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, არა მუხტის ასაწევად და უკვე გამარჯვების იმიტირებაზეა აგებული, რაზეც არასწორი აქცენტები კეთდება, არამედ დედაქალაქის ფუნქციონირების პარალიზებაზე არის გათვლილი,  რამაც მელიას არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი უნდა გამოიწვიოს და ხელახალ არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს.

იმედია, ქართველი ამომრჩეველი, არც ამ მორიგ ნაცურ სატყუარაზე წამოეგება და არც ამ ბლეფს ჭამს!“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner