logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: იკვეთება ნიშნები, რომ უკრაინა აღარ შედის ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვან პრიორიტეტებში - საქართველოს კუთხით როგორ არის ამბავი?
- +

22 ოქტომბერი. 2021. 02:42

 

 

„საქართველოში ექსპერტული წრეები იმდენად ჩაიძირნენ ადგილობრივ პოლიტიკურ ჭაობში (სხვა განმარტება არც ეძებნება), რომ განხილვის მიღმა რჩებათ ის რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში, და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეზე“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდის მოსკოვში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, აშშ-ს ადმინისტრაცია ფაქტიურად დაეთანხმა მოსკოვის პოზიციას, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს სწორედ 2015 წლის „მინსკის შეთანხმების“ ფარგლებში, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კიევი და მთელი უკრაინული საზოგადოება. ამას გარდა, უკვე იკვეთება ნიშნები, რომ უკრაინა აღარ შედის ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვან პრიორიტეტებში.

საქართველოს კუთხით როგორ არის ამბავი? აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი კი კარგია და იმედისმომცემი, მაგრამ არაღიარების პოლიტიკის გარდა  როგორ  გვეხმარება აშშ ჩვენი მთავარი პრობლემის მოგვარებაში“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner