logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სამწუხაროდ საქართველოს ჰყავს სამარცხვინო, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ილუზიებში არის გაჭედილი
- +

22 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ არჩევნების პირველ ტურამდე, იყო რადიკალური ოპოზიციის მზადება რეფერენდუმისთვის. ამ ე.წ. რეფერენდუმში, როდესაც ოპოზიციის მახინჯი გეგმები ჩავარდა, გადაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ საზოგადოებას აკადრა ის გამოგონილი, ყალბი დაპირებები, რასაც ნიკა მელიას ბანერებზე ვხედავთ.

 

მე არ მინდა, დავიჯერო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი წევრები ვერ ერკვევიან ხელისუფლების შტოების კომპეტენციაში, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს სლოგანები, რაც შეთანხმდა პარტიის პოლიტსაბჭოზე, წარმოდგენილი იყო პარტიაში შესული, ნიკა მელიას მიერ რეკომენდებული ახალგაზრდა, გამოუცდელი, არაკომპეტენტური ე.წ. პოლიტიკოსების მიერ. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს სამარცხვინო, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ილუზიებში არის გაჭედილი.

 

ფაქტია, რომ, 18 თებერვლის შემდეგ, როცა გიორგი გახარია გადადგა პრემიერის პოსტიდან, მან პირდაპირ თუ ირიბად შეასრულა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის მიზნები. ფაქტია ისიც, რომ გახარიამ ამ არჩევნებში ითამაშა სათადარიგო ბორბალის ფუნქცია, მოპარა რა „ქართულ ოცნებას“ 7-8% ხმები. გახარიას ფაქტორმა თბილისში ასევე მოპარა ხმები კახა კალაძეს და გახარიას ფაქტორის გარეშე დედაქალაქში არ იქნებოდა მეორე ტური. მაგრამ ეს ხანმოკლე მიზნები, რომელიც სააკაშვილის დესტრუქციულ პარტიას ახასიათებს, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურება გახარია, უკვე გამოიკვეთა. თუნდაც თბილისში, თუნდაც სხვა მუნიციპალიტეტებში. გახარიას თუ სურს, რომ პოზიციონირებდეს კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიად, უნდა შეეშვას იმ მიმზიდველ მაგნიტს, რასაც სააკაშვილის ფლანგი ჰქვია“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner