logo_geo
eng_logo
ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გამართა
- +

22 ოქტომბერი. 2021. 10:10

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

 

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დევნილთა სააგენტო მძიმე პირობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

 

დევნილთა სააგენტოს ცნობით, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner