logo_geo
eng_logo
ღვაწლმოსილ ჟურნალისტ არმაზ სანებლიძეს აკაკი წერეთლის პრემია მიენიჭა
- +

ავტორი ანა ნოდია

16 თებერვალი. 2016. 18:36



მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილ ჟურნალისტს, მწერალს, მთარგმნელს არმაზ სანებლიძეს აკაკი წერეთლის პრემია მიენიჭა. არმაზ სანებლიძე მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ჟურნალისტი გახლავთ. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, არმაზ სანებლიძე მწერალთა კავშირის რიგებში გაწევრიანდება. როგორც პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა „რეპორტიორს" განუცხადა, არმაზ სანებლიძეს პრემია საინტერესო წიგნების გამოცემისთვის გადაეცა.


„არმაზ სანებლიძემ უაღრესად საინტერესო წინები დაწერა და გამოსცა. პრემია გადაეცა როგორც კარგ მწერალს და ჟურნალისტს. ამას გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი არმაზი გახდეს მწერალთა კავშირის წევრი", - განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.



არმაზ სანებლიძე 1936 წლის 18 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.


1957-1969წწ. იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე; 1969-1970წწ. გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის", 1970-1974წწ. „ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1977-1986წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986-1989წწ. - თავმჯდომარე; 1989-1990წწ. მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგე; 1990-1992წწ. „საქართველოს რესპუბლიკის"" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. პირველი მოადგილე; 1996 წლიდან მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ „ასავალ-დასავალში", 2009 წლიდან  გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში".


გახლავთ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. მიღებული აქვს ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენები. დასახელებულია საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტად, მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner