logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ იდეების ერთგული
- +

28 ივლისი. 2016. 12:19



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გამოთქვამს მოლოდინს, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდება. აქვე, ნიშნიანიძე ამბობს, რომ სადაც უნდა იყოს, ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების" იდეების ერთგული.


„ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად არ დამაყენეს, მაგრამ ველოდები, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ჩამწერენ. გუნდის შიგნით კონსულტაციები მაქვს და ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, რომ „გადამაგდეს".

 

ისე, არა მგონია, ჩემი გარიყვა „ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო აღმოჩნდეს!

 

და მაინც, სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები იმ იდეების ერთგული, რომლებითაც 2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner