logo_geo
eng_logo
ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იბრძოლებს
- +

22 ოქტომბერი. 2021. 11:38

 

 

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ უფრო აქტიურად იბრძოლებს. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადებაშია ნათქვამი.

 

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის კამპანიის მეშვეობით ევროპაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, სიტუაცია ძალიან სერიოზულია.

 

„ევროპის მასშტაბით, ვაქცინაციის კამპანიამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში მდგომარეობა კვლავ ძალიან სერიოზულია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებლები, ვაქცინაციის ყოყმანის დაძლევის ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზით, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმებზე“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების განცხადებაში.

 

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აუცილებელია ყველა ბარიერის მოხსნა, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ვაქცინები დროულად მიიღოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner