logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: კვლევის საიმედოობაზე ძალიან მაღალი შეხედულება არ მაქვს
- +

28 ივლისი. 2016. 12:33



განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას   NDI-ის კვლევებისადმი მაღალი სანდოობა არ აქვს.

ასე გამოეხმაურა ჯეჯელავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელიც რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის ნაკლებობას ეხებოდა.

„კვლევის საიმედოობაზე ძალიან მაღალი შეხედულება არ მაქვს, სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე მხრივ, რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების გაზრდას, ეს ცალსახა ამოცანაა, რადგან მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, ვინც იგივე განათლების და ეკონომიკის კუთხით მოინდომა და ინტერნეტის გამოყენების მასშტაბები გაზარდა, დადებითი შედეგები მიიღო. ჩვენ ვმუშაობთ განათლების სამინისტროში, რომ ჩვენი მიმართულებით ტექნოლოგიების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ რეგიონს, სკოლას და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ამ კუთხით მთავრობა იწყებს ახალ ფართომასშტაბიან ინტერნეტიზაციის პროექტს და შედეგად ყველა მოზრდილ სოფელს ინტერნეტი ექნება.

„მსგავსი პროექტი ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე, განათლებაზე და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner